Accessibility links

"მეათე სტუდიაში" გავიხსენებთ გასული საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ პოლიტიკურ ლიდერს, ფიდელ კასტროს, რომელზედაც კარგიც და ცუდიც ბევრი უთქვამთ და რომელიც 1963 წელს საქართველოსაც ეწვია; თბილისში გაიმართა თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებლის, იაკობ ნიკოლაძის 140-წლიანი იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა; შემოგთავაზებთ ჩვენს სპორტულ რუბრიკას: ორი კომენტატორის - დავით ქლიბაძის და დავით კაკაბაძის საუბარს გასული კვირის ამბებზე, მათ შორის, დიდი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მორიგ წარმატებაზე. ბოლოს კი პოპვარსკვლავების ომზე გიამბობთ: რუს მომღერალ ფილიპ კირკოროვს პლაგიატში ადანაშაულებენ.

მეათე სტუდია
please wait

No media source currently available

0:00 1:00:00 0:00

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG