როგორ რეაგირებს გამოძიება ჰომოფობიურ დანაშაულებზე - გაგაცნობთ ამ საკითხზე მომზადებულ ანგარიშს; მოისმენთ რეპორტაჟს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თექალში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის საკითხს მიეძღვნა; ვეწვევით სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს, სადაც ამ დღეებში პირველი ქართველი მესურათხატის, ალექსანდრე როინაშვილის მიერ შეგროვებული უძველესი ნივთების გამოფენაა; გაგაცნობთ ჩაჩხიანების ოჯახს - ექიმებს, რომლებსაც სიმღერისადმი დიდი სიყვარულიც გამოარჩევს.
-
სალომე ასათიანი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.