უელსში დასრულდა ნატოს სამიტი - რა მიიღო საქართველომ, რა გადაწყდა უკრაინასთან მიმართებით - მოისმენთ ჩვენი კორესპონდენტის შემაჯამებელ რეპორტაჟს; შემოგთავაზებთ რეპორტაჟს ნიქოზში ჩატარებული ანიმაციური ფილმების ფესტივალზე; 1-2 სექტემბერს თბილისს სტუმრობდა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ფოსი - მოისმენთ მასთან ინტერვიუს; შემოგთავაზებთ სიუჟეტს იმის შესახებ, თუ რატომ თვლის ზოგიერთი ანალიტიკოსი, რომ პუტინის გეოპოლიტიკური ხედვა ეხმიანება ალექსანდრ სოლჟენიცინის მიერ 1990 წელს დაწერილ ესეს „როგორ მოვაწყოთ რუსეთი“.
-
სალომე ასათიანი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.