Accessibility links

რადიოჟურნალი - 1178-ე გამოშვება


რადიოჟურნალ "მეათე სტუდიაში" დღეს საქართველოს დამფუძნებელი კრების ახლად გამოსულ მემორიალურ ალბომზე გიამბობთ. თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები მოექცევიან ყურადღების ცენტრში ჩეხეთში, ცენტრალური ევროპის უდიდეს ლიტერატურულ ფესტივალზე ივლისის თვეში - "მეათე სტუდიის" ერთი სიუჟეტი ამ თემას ეხება. ასევე მოუსმენთ ეგვიპტეში ქართული წარმოშობის მამლუქების კვალდაკვალ მავალთ. რადიოჟურნალის მეორე ნაწილი სპორტს მიეძღვნება - გიამბობთ ქართულ ჭიდაობაზე, რომელსაც, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა. რადიოჟურნალს დაასრულებს სპორტული კვირის მიმოხილვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG