13 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის ლექტორი თიკო ცომაია.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და ევროპის ჟურნალისტთა ტრეინინგასოციაციის ორგანიზებით თბილისში16-17 ივნისს გაიმართება ორდღიანი კონფერენცია ჟურნალისტებისთვის, სადაც ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტები დაინტერესებულ პირებთან ერთად იმსჯელებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ტექნოლოგიური პროგრესი და მედიის მუშაობა მულტიფუნქციურ პლატფორმებზე, მედიაწიგნიერება და ცრუ ინფორმაციებთან, ტროლებსა და პროპაგანდულ დინებებთან გამკლავება..
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.