22 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ყოფილი მეკლდეური, ალექს სოსელია, რომელიც 27 აგვისტოს ყაზბეგის რაიონის სოფელ არშის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მეკლდეურობის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
ფესტივალი ადგილობრივი სპორტსმენების ინიციატივით და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ფინანსური დახმარებით იმართება და ამ სფეროს განვითარების და პოპულარიზაციის მცდელობაა.
რა მდგომარეობაშია საქართველოში მეკლდეურობა, რა სჭირდება დარგის განვითარებას და რამდენად არის ამ სპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რამდენად ეხმარება ტურიზმის და რეგიონების განვითარებას სამთო სპორტის სახეობები - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.