მერიამ „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა
თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის უპასუხისმგებლობა და არასათანადოდ შესრულებული საჯარო უფლებამოსილებებია. პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. 10 აპრილის შემდგომ პარკირების საფასური თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადაიხდება, მოქალაქეებისათვის დღემდე გამოწერილი ჯარიმები არ გაუქმდება. თბილისის მერის გადაწყვეტილება „სითი პარკმა“ მედიიდან შეიტყო. კომპანია ჩივილს აპირებს და მერიისგან კომპენსაციას მოითხოვს.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"