გასულ კვირას თბილისში საზეიმოდ დაიხურა მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის პროგრამაში ჩართული ფილმები კინოთეატრ „რუსთაველისა“ და „ამირანის“ მაყურებლით სავსე დარბაზებში უჩვენეს. ფესტივალის მთავარი პრიზი არჩილ ქავთარაძეს გადასცეს ფილმისათვის „კომა“. გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამებში ჩართეს არაერთი საინტერესო სურათი, რომლებიც 2013 წელს, მთავარი კინოფორუმების პრიზებით აღინიშნა. მოეწყო პრემიერებიც.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.