Accessibility links

საქართველოს ელჩმა ნოტა გადასცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს


მიხეილ უკლება

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხეილ უკლებამ ქართული მხარის ნოტა გადასცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ნატალია გალიბარენკოს. უკლებას განცხადებით, საქართველოს საგარეო უწყება ნოტაში შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრების ჩანაწერში გამოთქმულ დესტრუქციულ განცხადებებთან დაკავშირებით და ამ ფაქტზე რეაგირებას ითხოვს. უკლებას თქმით, უკრაინულ მხარეს ასევე ეცნობა, რომ დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG