13 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ როკბენდ Mirror Illusion-ის წევრები, ანა მათიაშვილი და სოფო მარიამიძე. ჯგუფი 2009 წლიდან არსებობს და მონაწილეობს სხვადასხვა კონცერტსა და ფესტივალში. 2016 წელს გამოვიდა მათი პირველი ალბომი "My Cover," რომელიც სხვადასხვა პერიოდში შექმნილ 11 სიმღერას აერთიანებს.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.