ნოემბერში ზუსტად 6 წელიწადი შესრულდა, რაც ქართული ქვედანაყოფი სამშვიდობო მისიით ავღანეთში იმყოფება და მიუხედავად დანაკარგებისა, საქართველომ შეიძლება კიდევ ერთი წლით დატოვოს კონტინგენტი ავღანეთში. პარალელურად, სამხედრო უწყებაში მიმდინარეობს მოსამზადებელი მუშაობა ქმედითი კიბერრეზერვის ჩამოყალიბებისათვის, რომელმაც ქვეყანა შესაძლო კიბერშეტევებისაგან უნდა დაიცვას. ამ თემებზე ისაუბრებენ დღეს ჩვენი სტუმრები - ავღანეთიდან, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე, ქართული მისიის უფროსი სამხედრო წარმომადგენელი და თბილისიდან ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების ბიუროს უფროსი.
-
კობა ლიკლიკაძე
ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.