Accessibility links

მობილური აპლიკაცია სურსათის უვნებლობის შესამოწმებლად


2 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ევროპის ფონდის პროგრამის უფროსი მენეჯერი ვახტანგ კობალაძე. ევროპის ფონდის ინიციატივით სმარტფონების მომხმარებლებისთვის შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც საშუალებას იძლევა შემოწმდეს ამა თუ იმ სურსათის უვნებლობა.

აპლიკაციის მოძებნა შესაძლებელია Google Play-ზე და მას "სურსათის უვნებლობა" ჰქვია. აპლიკაცია სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით მუშაობს.

რამდენად სანდრო და ეფექტურია სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სააგენტოს ინსპექტირება, რომელი პროდუქტების ხარისხია ყველაზე საფრთხილო, არის თუ არა ინსპექტირება ბიზნესისთვის მასზე ირიბი ზეწოლის რისკ-ფაქტორი, გვყავს თუ არა საკმარისი სპეციალისტები და წლიდან წლამდე რამდენად იცვლება მოქალაქეების აქტიურობის მაჩვენებელი - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG