5 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ნინი ხუროშვილი, პროექტ "მოგზაური არტწიგნების" კურატორი. "მოგზაური არტწიგნები" წიგნის ხელოვნების ცენტრის პროექტია, რომელიც სხვადასხვა ადგილებში არტწიგნების გატანას, იქ ახალი გამოცემების შექმნას, ვორკშოფების ორგანიზებას გულისხმობს.
რით განსხვავდება არტწიგნი ჩვეულებრივი ილუსტრირებული გამოცემისგან, რა უნარებია საჭირო მის შესაქმნელად, სად შეიძლება კოლაბორაციისთვის სხვა ავტორების პოვნა და რა გამოხმაურებები მოჰყვება საერთაშორისო გამოფენებზე ქართველი ავტორების მიერ გაკეთებულ წიგნებს - აი ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.