Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთიოპია - სიღარიბიდან ჩემპიონობამდე


ეთიოპიელი სპორტსმენი რიოს ოლიმპიადაზე
ეთიოპიელი სპორტსმენი რიოს ოლიმპიადაზე

2016 წლის ყველაზე ღარიბი ქვეყნების სიაში ჩრდილოაფრიკულ ქვეყანა ეთიოპიასაც ნახავთ. მიუხედავად გატარებული ეკონომიკური რეფორმებისა, ეთიოპიის მოსახლეობის ერთი მესამედი შიმშილობს, ამათგან 18 მილიონს კი 2016 წელს გადასარჩენად დონორთა დახმარება დასჭირდა.

თუ ეგზოტიკისა და თავგადასავლების მოყვარული ხართ და ეთიოპიაშიც აპირებთ გამგზავრებას, რამდენიმე რჩევას ფოტოგრაფი დინა ოგანოვა მოგცემთ. დინა ეთიოპიას ფოტოპროექტით „მე საქართველო“ ესტუმრა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა.

ეთიოპია - სიღარიბიდან ჩემპიონობამდე
please wait

No media source currently available

0:00 0:04:48 0:00
გადმოწერა

როგორ შეიძლება მოხვდეთ ეთიოპიაში?

დინა: საქართველოში არ გვაქვსარც საელჩო და არც საკონსულო. ამიტომ ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში ან უკრაინაში გვიწევს წასვლა. მე გამიმართლა და ჩვენი კონსულის დახმარებით პირდაპირ აეროპორტშიმომცეს ვიზა.

დინა ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში ჩავიდა. პირველი, რაც თვალში მოხვდება იქ ჩასულ ტურისტს, ცარიელი აეროპორტია. ადგილობრივები ტურისტების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. ქალაქის ტემპი ქაოტურია. ამას ემატება უმუშევრობის, სიღარიბის დიდი მაჩვენებელი, რაც ქალაქში პირველივე გასვლისას იგრძნობა. დინა იმასაც გვირჩევს, რომ ფული არ გადავახურდაოთ ქუჩაში ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, რადგან არის რისკი, რომ ყალბი კუპიურები შემოგვაპარონ. საკომუნიკაციოდ ინგლისურისა და ფრანგული ენის ცოდნაა საჭირო.

დინა: ქალაქის ტემპი და ცხოვრება ძალიან ჰგავს თბილისურ ცხოვრებას. ქალაქი ვითარდება.არქიტექტურის თვალსაზირისით, იქაც შეხვდებითშუშის გაურკვეველშენობებს. ადის-აბებაში აუცილებლად მოგხვდებათ თვალში სავარჯიშო მოედნები.განსაკუთრებით ემოციურია იმის ყურება, თუ როგორ ჩნდებიანამ სიღარიბეში მსოფლიო ჩემპიონები მძლეოსნობის სხვადასხვა დისციპლინებში. ძირითადად ბავშვები მუშაობენ, რომლებიც, მძიმე სამუშაოს გარდა, ითხოვენ ფულსაც.

თუ ფეხით სიარულით დაიღალეთ, უმჯობესია სამარშრუტო ტაქსით იმგზავროთ. მართალია, კომფორტული არაა, მაგრამ ქალაქის ერთგვარი კოლორიტი და ხიბლი იგრძნობა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ დაბლოკილია ყველა სოციალური ქსელი, მუშაობს მხოლოდ ინსტაგრამი.

დინა: ძალიან ლამაზი ხალხია. ისედაც ცნობილია,რომ ეთიოპელი ქალები ყველაზე ლამაზი ქალები არიან აფრიკის კონტინენტზე. დედაქალაქში არის ყველაზე დიდი ბაზარი მთელ აფრიკაში. არ იაროთ მარტო. უზომოდგემრიელი სამზარეულო აქვთ. გირჩევთ გასინჯოთ ტრადიციული საჭმელი ინჯირა. ჭამეთ ისეთ ადგილას, სადაც ბევრი ხალხია,სხვა შემთხვევაში შეიძლება მოიწამლოთ. პირადად მე ვთვლი, რომ გამიმართლა.მეგობართან ერთად მოვხვდი ქორწილში. ოთახში მარტო ქალები იყვნენ. იყო შეკრული წრე, სადაც ტრადიციულ ცეკვას ასრულებდნენ. ჩემს მეგობარს მოერიდა შემოსვლა, თუმცა შემდეგ სახლის უფროსი გამოვიდა და შეგვიპატიჟა. მათთვის სტუმრის მიღება დიდი პატივია. ვთვლი,რომ, ზოგადად, როდესაცასეთ ქვეყანაში მოხვდები,კარგი იქნება, თუ რამე ტრადიციულ რიტუალსაც დაესწრები.

ეთიოპიის დედაქალაქში ღამის ცხოვრება აქტიურია - დაწყებული კლუბებით, დამთავრებული ნაციონალური ცეკვების საღამოებით. ალკოჰოლური სასმელი ასეთ ადგილებში იაფია.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG