Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმართმოყვარე კატალონიელები და კრიმინალური უბნები ბარსელონაში


ბარსელონა
ბარსელონა

ტურისტების რაოდენობით და კულტურული ცენტრების მხრივ, ბარსელონა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქალაქია, სადაც ახალი ნაგებობები საოცრად ჰარმონიულადაა შერწყმული ისტორიულ ძეგლებთან. იმ ტურისტების რიცხვს, რომლებიც კატალონიის დედაქალაქს სტუმრობენ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

რა უნდა გავითვალისწინოთ და რა უნდა ვიცოდეთ იმაზე, თუ როგორ ვიმოგზაუროთ შედარებით დაბალი ბიუჯეტით ბარსელონაში?

რჩევებს რუბრიკა „მოგზაურში“ ნატუკა ბაღაშვილი და ლევან მონიავა მოგვცემენ.

ნატუკა: ბარსელონაში სამოგზაუროდ ყველაზე კარგი ივნისის პერიოდია. ამინდის გარდა, ბევრი მუსიკალური ფესტივალი და საშუალებაა იმისა, რომ გაერთო. ეს პერიოდი მაინც ყველაზე გადატვირთულად ითვლება ტურისტების მხრივ და ამიტომ შედარებით სიძვირეა. პირადად მე ბინას ვქირაობ, უფრო თავისუფლად ხარ და მოქნილიც არის. ბინის ქირაობას საშუალოდ 30-40 ევროდ შეძლებთ.

ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, ბარსელონაში ცხოვრება იაფია. კიდევ უფრო ნაკლები დაგეხარჯებათ, თუ ქალაქის გარეუბნებსაც ესტუმრებით. ადგილობრივები ტურისტების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი, თუმცა ამ კეთილგანწყობის უკან ბარსელონაში კრიმინალის მაჩვენებელი მაღალია.

ლევანი: საკამოდ კრიმინალურია ბარსელონის გარეუბნები და სასურველია, თუ გვიან მარტო არ გახვალთ ქალაქში. უხერხულობას ქმნის ენის ბარიერიც. თითქმის არავინ არ იცის ინგლისური, თუ არ ჩავთვლით ბრენდულ მაღაზიებსა და პრესტიჟულ რესტორნებს.

ხიფათის თავიდან ასაცილებლად უნდა ვიცოდეთ რომელ პლაჟზე გავიდეთ.

ნატუკა: ბარსელონასთან არის ზღვის სანაპირო. სანაპიროს ჩაყოლებაზე პლაჟი „ბოგატეი“ შეგხვდებათ, სადაც უფრო ადგილობრივები დადიან და სანაპიროც უფრო მოვლილია და ზღვაც გაცილებით სუფთა.

ბარსელონა ზაფხულის პერიოდში ბევრი მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს. ამ ფესტივალებზე მოსახვედრად კარგი იქნება, თუ ბილეთებს ქალაქში ჩასვლამდე ინტერნეტით შეიძენთ. ამით მნიშვნელოვნად დაზოგავთ თანხას. თუ დრო გექნებათ, ნატუკა გირჩევთ, ის ქალაქებიც ნახოთ, რომელიც ბარსელონასთან ახლოს მდებარეობს.

ნატუკა: ბარსელონასთან ახლოს ბევრი პატარა ქალაქია. მაგილთად, ქალაქი სიჩესი, რომელიც მცხეთას მოგაგონებთ. მატარებლით მგზავრობა სამი ევრო დაგიჯდებათ. იქვეა ქალაქი ფიგერასიც, სადაც დალის მუზეუმს ნახავთ. გარდა ამისა, არის უამრავი ტური, რომელიც შეგიძლიათ აიღოთ და ესპანეთის მთიანი ადგილებიც ნახოთ

ქალაქში გადაადგილებისთვის ყველაზე კომფორტული ტრანსპორტი მეტროა. ისევე როგორც პარიზში, აქაც უკეთესი იქნება, თუ პირდაპრ 10 ბილეთს შეიძენთ. ქირავდება ველოსიპედები და მოპედებიც.

ლევანი: გირჩვეთ 35 ევროდ ეგრთ წოდებული ბასტურის“ აღებას და ბარსელონის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას. იქვე არიგებენ სხვადასხვა რესტორნების, კაფეების ფასდაკლების ბარათებს. მუზეუმებში შესასვლელად, სტუდენტების გარდა, ფასდაკლება ოჯახზეც მოქმედებს.

მუზეუმებში შესვლა საშუალოდ 15 ევროდან იწყება. ეგრეთ წოდებულ „street food“-თან შედარებით, სადაც საშუალოდ სადილში 3 ევრო დაგეხარჯებათ, კაფეებში სადილი 40 ევრომდე დაგიჯდებათ. თუ სანაპიროზე გახვალთ, როგორც ლევანი ამბობს, 15 ევროდაც მიირთმევთ ზღვის პროდუქტების ასორტს. ნამდვილ ბარსელონას ადგილობრივ ბაზარში შეიცნობთ.

ლევანი: საკმაოდ ტურისტული ადგილია ბაზარი „ლაბოკეირა“, სადაც ნებისმიერ სასუსნავს, ხილის წვენს 1 ვეროდ იყიდით და გირჩევთ, რომ აუცილებლად ესტუმროთ. მარტივი მისაგნებია და დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობს.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG