როგორი უნდა იყოს სასჯელაღსრულების სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა, რა მანდატი უნდა ჰქონდეს მას და ვინ უნდა განსაზღვროს ეს მანდატი? ამ საკითხების მოგვარებას სათანადო დრო ვერ დაეთმო, როცა ოქტომბრის შუა რიცხვებში შეიქმნა საზოგადოებრივი მონიტორინგის 51-კაციანი ჯგუფი. დღეს, როცა ჯგუფს მოქმედების ვადა ეწურება, არაერთი საკითხი წამოიჭრა. ჩვენი სადისკუსიო რუბრიკის დღევანდელი სტუმრები თანხმდებიან, რომ აუცილებელია მონიტორინგის ჯგუფის მოქმედების მანდატი მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯერ კიდევ მოქმედი ჯგუფის წევრები: ”საიას” აღმასრულებელი დირექტორი - ეკა ფოფხაძე და ია მამალაძე - გაზეთ ”გურია ნიუსის” დამფუძნებელი.
როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მონიტორინგი სასჯელაღსრულების სისტემაზე?

ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1