22 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო რეჟისორი პაატა ციკოლია, რომელმაც მაისში თეატრის მოყვარულებს "Mono ტრილოგია" შესთავაზა. "Mono ტრილოგია" სხვადასხვა ავტორის მონოპიესებზე დადგმულ სამ დამოუკიდებელ თეატრალურ წარმოდგენას აერთიანებს. პიესები ლია ლიქოკელს, პაატა ციკოლიას და ნატალია ბლოკს ეკუთვნით და საერთო თემა - ქალთა უფლებები და მათ წინაშე არსებული პრობლემები აერთიანებთ.
რა სპეციფიკა აქვთ მონოსპექტაკლებს, რა არის "Mono ტრილოგიის" მთავარი სათქმელი და როგორ შეიძლება თეატრი იყოს აქტუალური თანამედროვე მაყურებლისთვის - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.