დილის სტუმრები: ანა დიაკონიძე და ეკატერინე კუხალეიშვილი
6 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ "დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების" პროექტის ექსპერტები: ეკატერინე კუხალეიშვილი და ანა დიაკონიძე. მათ ილაპარაკეს საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებასა და ბაზრის მონაწილეებს - დამსაქმებლებსა და უმუშევრებს შორის კომუნიკაციის დეფიციტზე. რესპონდენტების აზრით, ბაზრის კვლევასა და კომუნიკაციის გასწორებაზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მთავარი პარტნიორები სწორედ სახელმწიფო სტრუქტურები არიან. პროექტის ავტორები თვლიან, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა და დაუსაქმებელთა განათლების ხარისხი შეუსაბამობაშია, რადგან საჭიროზე ბევრია უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების რაოდენობა, ვიწრო პროფესიისა და უნარების მქონე კადრები კი არასაკმარისია.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან