29 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მარკეტინგის სპეციალისტი აკო ახალაია, რომელიც საუბრობდა წინასაახალწლო სარეკლამო რგოლებსა და იმ შემოთავაზებებზე, რასაც ბიზნესი მომხმარებელს დღესასწაულის დღეებში სთავაზობს. რამდენად კარგად იყენებენ მარკეტოლოგები მომხმარებლების ამაღლებულ განწყობას, აქვთ თუ არა მათ სოციალური პასუხისმგებლობის განცდა და რა განსხვავებებია ქართულ და საერთაშორისო პრომო პორდუქციას შორის.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.