7 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კინორეჟისორი, მწერალი ნანა ექვთიმიშვილი, რომელმაც ისაუბრა თავის რომანზე - "მსხლების მინდორი". წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე რამდენიმე თვის წინ გამოიცა, 2016 წელს გერმანულადაც ითარგმნება. რომანს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების სკოლა-ინტერნატსა და მის ბინადრებზეა, გერმანულად გამომცემლობა "ზურკამპ-ინზელი" გამოსცემს! ნანა ახალ ფილმზეც მუშაობს, რომლის გადაღებებიც, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება თბილისში.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.