Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზაზა კოშკაძე და ნატო დავითაშვილი


ნატო დავითაშვილი და ზაზა კოშკაძე კონკურს "ინსომნიაზე"
please wait

No media source currently available

0:00 0:19:08 0:00
გადმოწერა
12 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმრები იყვნენ მწერლები ზაზა კოშკაძე და ნატო დავითაშვილი. რამდენიმე დღის წინ სტარტი აიღო ლიტერატურულმა კონკურსმა „ინსომნიამ“, რომლის იდეის ავტორი ზაზა კოშკაძეა. ჰორორი, მისტიკა, სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი. ეს ის ჟანრებია, რომლებშიც ჟიურის შერჩეულ შვიდ კონკურსანტს მოუწევს მუშაობა. მოთხრობები მათ ღამით უნდა დაწერონ. მწერლების მუშაობის პროცესს კი საზოგადოება ინტერნეტის საშუალებით მიადევნებს თვალს. თუმცა, სანამ კონკურსანტები სექტემბრის შუა რიცხვებში მოთხრობების წერას შეუდგებოდნენ, მათ „ფობიოგრაფიების“ შექმნა მოუწევთ. სწორედ „ფობიოგრაფიების“ მეშვეობით შეარჩევენ ჟიურის წევრები საუკეთესო შვიდეულს. „ფობიოგრაფიების“ მიღება 1 სექტემბერს სრულდება, ფინალური ეტაპი კი 16-ში დაიწყება.
XS
SM
MD
LG