Accessibility links

ალეპოს აღმოსავლეთში ასადის ჯარმა ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა


მშვიდობიანი მოსახლეობა ტოვებს ბრძოლის ეპიცენტრს. ალეპოს ბუსტან ალ-ყასრის რაიონი

ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში სირიის სამთავრობო ჯარმა 82 სამოქალაქო პირი მოკლა, მათ შორის 11 ქალი და 13 ბავშვი. ამის თაობაზე სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყება, რომლის წარმომადგენლის, რუპერტ კოლვილის თქმით, სისასტიკე ჩადენილ იქნა ბოლო დღეებში.მისივე თქმით, სავარაუდოდ, ასეთი სახის დამსჯელი მკვლელობა კიდევ ბევრი მოხდა.

მეამბოხეები, რომლებსაც ბოლო ოთხი წელიწადი ეკავათ ალეპო, დამარცხების პირას არიან. ათასობით მოქალაქეს, რომელიც რჩება მეამბოხეთა ხელში არსებულ ქალაქში, გასაქცევი აღარ აქვს. „წითელი ჯვარი“ მოუწოდებს მეომრებს, ყველაფერი გააკეთონ, რათა დაიცვან მათი სიცოცხლე.

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ სისასტიკეს სჩადიან ტერორისტული ჯგუფები. ასადი გულისხმობს თავის მოწინააღმდეგე მეამბოხეთა ჯგუფებს. სერბიაში ვიზიტისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვაშინგტონი დაადანაშაულა, რომ ალეპოში ის ერთმანეთისგან არ განასხვავებს ზომიერ მეამბოხეებსა და „ტერორისტებს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG