Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსჯავრდებული „პოკემონ გოუ" თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს


რუსლან სოკოლოვსკის სასამართლო პროცესი
რუსლან სოკოლოვსკის სასამართლო პროცესი

რუსეთის სასამართლომ სიძულვილის გაღვივებაში დამნაშავედ ცნო და სამ-ნახევარი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა რუს ბლოგერს, 22 წლის რუსლან სოკოლოვსკის, რომელმაც ეკლესიაში პოპულარული "პოკემონ გოუ" ითამაშა. ქალაქ ეკატერინბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის ციხეში პატიმრობას, რასაც პროკურატურა ითხოვდა სოკოლოვსკისათვის, რომელიც მთელი გამოძიების მანძილზე უარყოფდა წაყენებულ ბრალდებას და აცხადებდა, რომ იგი არ არის ექსტრემისტი და მის საქციელს არაფერი საერთო არა აქვს ძალადობასთან.

ხუთშაბათს ქალაქ ეკატერინბურგის ვერხ-ისეტსკის სასამართლომ სამწლიანი პირობით-სავალდებულო სამუშაოები მიუსაჯა ბლოგერ რუსლან სოკოლოვსკის, რომელიც დამნაშავედ ცნო მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაში.

სისხლის სამართლის საქმე რუსლან სოკოლოვსკის წინაღმდეგ გასული წლის სექტემბერში აღიძრა მას შემდეგ, რაც მან ინტერნეტში განათავსა ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ იჭერს პოკემონებს ერთ-ერთ ეკლესიაში ცნობილი გლობალურად პოპულარული სატელეფონო თამაშის - "პოკემონ გოუს" - დროს. პროკურატურამ ამ დანაშაულისათვის ბლოგერის მიმართ საერთო რეჟიმის კოლონიაში სამ-ნახევარი წლით პატიმრობა მოითხოვა. პროკურორის საბრალდებო დასკვნას, რომელსაც მოსამართლე ეკატერინა შოპონიაკი კითხულობდა 11 მაისის სასამართლოს სხდომაზე, შეიცავდა ისეთ უცნაურ მტკიცებულებას, როგორიცაა „იესო ქრისტესათვის გაცოცხლებული ზომბის თვისებების მიწერა“, „ ეკლესიის დემონსტრაციული უპატივცემულობა“ და „უმანკო ჩასახების შესახებ სიტუაციის გადაფასება“.

„საბოლოოდ, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ-ნახევარი წლით. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით“, - გამოაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ განაჩენი მოსამართლე ეკატერინა შოპონიაკმა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ რუსლან სოკოლოვსკიმ, რომელიც მთელი პროცესის განმავლობაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, კვლავ გაიმეორა, რომ „მის საქციელს არაფერი საერთო არ აქვს ძალადობასთან". მოსამართლის განაჩენით მსჯავრდებულ ბლოგერს აეკრძალა მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა და დაევალა მის მიერ გადაღებული ვიდეორგოლების განადგურება. „მე ძალიან წყნარად და მშვიდად ვიქნები, რადგან ისინი შეიძლება მომწვდნენ და რეალური პატიმრობა მომისაჯონ“, - განაცხადა განაჩენის გამოცხადების შემდეგ რუსმა ბლოგერმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG