Accessibility links

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შეირჩა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა


ირაკლი შოთაძე

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია. ფარული კენჭისყრის შედეგად 14 წევრიდან შოთაძის კანდიდატურას 13 წევრმა დაუჭირა მხარი. შერჩეულ კანდიდატს, საპროკურორო საბჭოს სახელით, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი საბოლოო არჩევისთვის პარლამენტს წარედგინება. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერთი თვის განმავლობაში საჯარო კონსულტაციებს მართავდა. ირაკლი შოთაძე ამჟამად მთავრი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG