Accessibility links

"შინ - უცხოეთში" - მუსიკისა და ცეკვის სკოლების დამაარსებელი


ინგოლშტადტი, ასე ვთქვათ, დამაარსებლების ქალაქია. აქ დაფუძნდა ახლა სახელგანთქმული მიუნხენის უნივერსიტეტი, ბავარიის ამ უძველეს ქალაქში ილუმინატების სიბრძნის ორდენი შეიქმნა. ამ ქალაქში დაიდო ბინა ქართულმა კამერულმა ორკესტრმა ლიანა ისაკაძის ხელმძღვანელობით. ინგოლშტადტში ბევრი ქართველი მუსიკოსი ცხოვრობს. ერთმა მათგანმა, ქართველ მუსიკოსთა ტრადიციული ოჯახის შვილმა, გიორგი ისაკაძემ, რამდენიმე სკოლა დააარსა. გიორგი ისაკაძემ ინგოლშტადტში უმასპინძლა ოქროპირ რუხაძესა და ილია სამურგანიდის, ავტორებს რადიო თავისუფლების გადაცემა "პერსპექტივის" რუბრიკისა "შინ - უცხოეთში".

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG