Accessibility links

ნადავლი ფილმები


მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ ათასობით კინოფილმი მოიპარა გერმანიიდან და ნადავლი მოსკოვთან ახლოს მდებარე დასახლება ბელიე სტოლბიში დააბინავა. 1948 წელს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, ეს ფილმები კინოთეატრებში გაეშვა. ასეც მოხდა და საბჭოთა მაყურებელმა პირველად იხილა ეკრანებზე ამერიკული, გერმანული და სხვა ევროპული ფილმები მარიკა როკის, დაგლას ფერბენქსისა და სხვა კინოვარსკვლავების მონაწილეობით. ხშირად ამ სურათების სათაურები შეცვლილი, ხოლო ტიტრები ამოღებული იყო. ამბობენ, გაქირავებაში გასვლამდე სტალინი ე.წ. ნადავლი ფილმების უმეტესობას თავად სინჯავდა. „ანარეკლების“ მორიგ გადაცემაში ნადავლ ფილმებსა და მათ მნიშვნელობაზე საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური რყევების პროცესში ისაუბრებს პუბლიცისტი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG