ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ცხინვალიდან ჩამოსულმა მეცნიერებმა თბილისელ და უცხოელ კოლეგებთან ერთად განიხილეს ქართულ-ოსური ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ამჟამად არსებული პრობლემები და ურთიერთობები ისტორიულ რაკურსში. რა პერსპექტივები აქვს ქართულ-ოსურ სამეცნიერო თანამშრომლობას სამშვიდობო პროცესის მშენებლობასა და ერთიანი სამომავლო ხედვების ჩამოყალიბებაში - ამ საკითხებზე საუბრობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნაირა ბეპიევი. მას ინტერვიუ ნინო ხარაძემ ჩამოართვა.
-
ნინო ხარაძე
ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან.