Accessibility links

“ნამახვანჰესის” კასკადის პროექტი და ორად გაყოფილი აზრი


მდინარე რიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩეთში “ნამახვანჰესის” კასკადის მშენებლობის პროექტი მოსახლეობას გააცნეს კომპანია „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ (Clean Energy Group georia) წარმომადგენლებმა, რომელთა აზრით, 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესის კასკადის მშენებლობა რეგიონს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:04 0:00

მოსახლეობის აზრი კი ორადაა გაყოფილი: ერთი ნაწილი ჰესის მშენელობას ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ იგი მათ სახლებს, საძოვრებს, სახნავ-სათეს მიწებს საფრთხეს შეუქმნის, ნაწილი კი იმედოვნებს, რომ დასაქმდება და მისი დუხჭირი ცხოვრება გამოსწორდება. სოფელ ოფურჩხეთის მოსახლეობის ნაწილი პროექტს ეწინააღმდეგება იმ კლიმატური ცვლილების შიშით, რომელიც, სავარაუდოდ, მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობას და 156 კუბური მეტრი მოცულობის წყალსაცავის მოწყობას მოჰყვება, მოსახლეობა მაგალითად გასული საუკუნის 80-იან წლებში განხორციელებული „გუმათჰესის“ მშენებლობის შემდეგ განვითარებულ ცვლილებებს ასახელებს:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის იმ შვიდი სოფლის მოსახლეობა, სადაც მდინარე რიონზე ჰესების კასკადი უნდა აშენდეს, პროექტის განხორციელებას საკუთარი პირობებით ეთანხმება და ამბობს, რომ დასაქმება სოფლად მცხოვრებთა უმთავრესი პრობლემაა და პროექტის ფარგლებში აუცილებელია ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილები შეიქმნას. რესპონდენტების თქმით, ასევე აუცილებელია განსახლებისთვის ღირსეული კომპენსაციები მიიღონ და ელექტროენერგია უფასოდ მიაწოდონ სოფლების მოსახლეობას.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის იმ სოფლების მოსახლეობის პასუხად, სადაც მდინარე რიონზე ჰიდროელექტროსადგური უნდა მოეწყოს, ჰიდროინჟინერი გია მაჭარაძე აცხადებს, რომ აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი მოსახლეობასა და პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებს შორის, რათა მაქსიმალურ შეთანხმებას მიაღწიონ. გია მაჭარაძის ინფორმაციით, პროექტის არსებითი ნაწილი შედგენილია, თუმცა მშენებლობის დაწყებამდე კიდევ დაზუსტდება დეტალები და მშენებლობა თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება.

მდინარე რიონი
მდინარე რიონი

კომპანია „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის, ბიორნ ბრანდზეგის, განცხადებით, პროექტი მოიწონა საქართველოს მთავრობამ და კომპანია ამჟამად მის განვითარებაზე ზრუნავს. ამასთან, მიიჩნევენ, რომ მას ბევრი ნეგატიური ასპექტი არა აქვს და, პირიქით, მოსახლეობას დადებით ცვლილებებს მოუტანს. ბიორნ ბრანდზეგის განმარტებით, „ნამახვანის ჰესის“ კასკადის მშენებლობისას 46 ოჯახი განსახლდება და კომპანია მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე იზრუნებს. ამასთან, სოფლებში განვითარდება ინფრასტრუქტურა და მდინარე რიონის წყლის დონის მატების კონტროლი განხორციელდება. კომპანია „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ წარმომადგენელთა განცხადებით, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ, იგეგმება დისკუსიების მოწყობა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „ნამახვანჰესის“ კასკადისპროექტის განხორციელება კი 2019 წლიდან იგეგმება დამისი ღირებულება738 მილიონი დოლარია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG