ნარჩენების ნარჩენებად გადაქცევის პროცესი
ნაგავი, რომელიც დღეს საქართველოში წარმოიქმნება, დაუხარისხებლად მიდის ნაგავსაყრელებზე. მასშტაბური ნაგავსაყრელების შენახვა და მათზე სათანადო ნორმების უზრუნველყოფა საკმაოდ ძვირი ჯდება. მათი არსებობა ზიანს აყენებს გარემოსაც. 2019 წლიდან, როდესაც ქვეყანაში ნაგვის დახარისხების პროცესი მასშტაბურად დაიწყება, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ცალ-ცალკე დახარისხებული შუშა, პლასტიკატი, ქაღალდი ან ალუმინი აღარ მოხვდეს ნაგავსაყრელზე და ისინი მეორად რესურსად იქნეს გამოყენებული. მოსახლეობაში ნარჩენების ეფექტურად მართვისა და ნაგვის სეპარირებულად შეგროვების მიმართ მგრძნობელობის გასაჩენად არასამთავრობო ორგანიზაციები სატესტოდ უკვე აწყობენ ნარჩენების დახარისხების კუთხეებს. სახელმწიფო კი ამ ეტაპზე სპეციფიკური ნარჩენების ნაკადებს იკვლევს და პარალელურად ცდილობს მაქსიმალურად მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა, რათა მისაღები გარემო შექმნას როგორც მწარმოებლების, ისე მომხმარებლებისთვის.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ძალადობაზე სპორტში და ქალი ფეხბურთელების ბრძოლაზე - ადვოკატი ანა თავხელიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები