7 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო იურისტი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი, გურამ იმნაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 5 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკალურ ფესტივალ Gem Fest-ზე ნარკოდანაშაულებისთვის დაკავებულია 5 პირი. ფესტივალზე არის მსხვერპლიც - ახალგაზრდა გოგონა, რომელიც გასულ კვირაში ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ფესტივალის ტერიტორია დაცული იყოს ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება-მოხმარებისგან.
რა პრობლემებს აჩვენებს ანაკლიაში მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარი ტრაგიკული ამბები, რამდენად დააჩქარებს ან შეაფერხებს ეს პროცესები ნარკოპოლიტიკის გადახედვას და რას აკეთებს სახელმწიფო თავისი მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად და ზიანის შესამცირებლად - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.