Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნათია კაციტაძე


ნათია კაციტაძე
ნათია კაციტაძე
30 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სახალხო დამცველის ოფისის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია კაციტაძე. მან ისაუბრა სოფელ ჭელაში შექმნილ ვითარებაზე. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ახალციხიდან იტყობინება, ამ დრომდე უცნობია, თუ სად იმყოფება სოფელ ჭელიდან შემოსავლების სამსახურის მიერ ექსპერტიზაზე წაღებული მინარეთი, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ ჭელაში 29 აგვისტოს უნდა დაებრუნებინათ. ინფორმაციას სოფელს ჭელაში მინარეთის დაბრუნების შესახებ ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
please wait

No media source currently available

0:00 0:17:31 0:00
გადმოწერა

29 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში, გვიან ღამემდე ახალციხეში აქცია მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეებიც მინარეთის აღდგენას ეწინააღმდეგებიან. აქციის მონაწილეებთან მისულმა ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა მრევლს გარანტია მისცა, რომ მინარეთი სოფელ ჭელაში არ დაბრუნდება და ის მხოლოდ თავის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება. მეუფე თეოდორე კი, რომელიც ასევე შეხვდა აქციის მონაწილეებს, ამბობს, რომ სოფელ ჭელაში, სადაც მინარეთი იქნება, გაკეთდება სადარაჯო პუნქტი და მას პოლიცია დაიცავს და იქ აშენდება მართლმადიდებლური ტაძარი. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ახალციხიდან იტყობინება, იქ ამ დრომდე რჩებიან მობილური ჯგუფები, რომელთა განცხადებითაც, ისინი არ დაუშვებენ მინარეთის ახალციხეში შეტანას. პარალელურად კორესპონდენტის თქმით, სოფელ ჭელას მკვიდრი თითქმის ყველა მუსლიმი მამაკაცი ბათუმში იმყოფება და ისინი მანამდე არ აპირებენ სოფელში დაბრუნებას, სანამ მინარეთი სოფელ ჭელაში არ დაბრუნდება.

გუშინ გავრცელდა საპატრიარქოსა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მინარეთი ჭელაში "დასაწყობდება" და "დაილუქება". როგორც ერთობლივი განცხადების გავრცელების შემდეგ, მუფთიმ ჯემალ პაქსაძემ განაცხადა, მინარეთი მფლობელს დაუბრუნდება და დასაწყობდება, მისი მშენებლობის საკითხი კი მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან, იურისტებთან და სახელმწიფოსთან შეთანხმებით გადაწყდება. მიმდინარეობს საუბარი საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებაზეც, რომელიც განსაზღვრავს რელიგიური ნაგებობების მშენებლობის მიზანშეწონილობას და ნებართვის გაცემის საკითხს.

ირღვევა თუ არა საქართველოში სეკულარიზმის პრინციპები? უნდა არსებობდეს თუ არა კონკრეტული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც რელიგიური ნაგებობების მშენებლობებს დაარეგულირებს? როგორ პოზიციას გამოხატავს სახელმწიფო მაშინ, როდესაც საქმე რელიგიურ დაპირისპირებამდე მიდის?
XS
SM
MD
LG