28 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი ნატუკა ნაცვლიშვილი, რომელმაც მაისის თვეში 6 სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურა მიტოვებული შენობების მოსაძებნად, სადაც სიმღერებს შეასრულებდა თავისი მომავალი ალბომიდან. პოლონეთი, უნგრეთი, ხორვატია, ჩერნოგორია, თურქეთი, საბერძნეთი - ნატუკამ ამ ქვეყნებში არსებული უკაცრიელი სახლები, ამფითეატრები, სასტუმროები, ეკლესიები და კოშკები გადააქცია სცენად ერთთვიანი ტურნეს ფარგლებში. ტურნეს ვიდეომასალა და ალბომი ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია.
როგორია მიტოვებული, მოუწყობელი სივრცეების სცენად ქცევის პროცესი, რა გავლენას ახდენს გარემო შემსრულებელზე და გაჩნდა თუ არა მოგზაურობაში ახალი სიმღერები - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.