ნესტან კირთაძე საარჩევნო პროგრამის შესახებ

ნესტან კირთაძე საარჩევნო პროგრამის შესახებ

No media source currently available

გადმოწერა
7 ოქტომბრიდან რადიო თავისუფლებამ დაიწყო წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლი, რომელიც ამჯერად საპრეზიდენტო კანდიდატებსა და მათ პროგრამებს ეთმობა. პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატი რადიო თავისუფლების დილის ეთერში საკუთარი პროგრამით წარდგება. ჩვენ თითოეულ მათგანს ერთსა და იმავე კითხვებს დავუსვამთ, რომელიც მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ, შიდა თუ საგარეო პოლიტიკის თაობაზე მათეულ ხედვას და შევეცდებით, გავარკვიოთ როგორ აპირებენ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 23 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. 8 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნესტან კირთაძე, სახალხო მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი, ნომრით - 12.

No media source currently available

გადმოწერა
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

​
XS
SM
MD
LG