ნიკა ფასურმა ოსლოში დაამთავრა მუსიკის უმაღლესი სკოლა. მანამდე ისწავლა თბილისის კონსერვატორიაში. ახლა ამსტერდამის კონსერვატორიის მაგისტრატურის სტუდენტია და მუსიკას ქმნის არა მხოლოდ ტრადიციული ინსტრუმენტებისთვის, იკვლევს მიკროტონალობას და ასევე ხმის სხვადასხვა პარამეტრს. ნიკა ფასური გადაცემის წამყვანს უამბობს თავის ნაწარმოებზე ღამის ცვლის მუშების შესახებ, სამუსიკო პროექტებზე, სხვათა შორის, ორგაზმული ხმების მუსიკალურობაზე დაამსტერდამის შესაძლო დატბორვაზე.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.