Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა ლალიაშვილი: ქართველმა ხალხმა ლიბერალიზმს უთხრა - არა!


ნიკა ლალიაშვილი
ნიკა ლალიაშვილი

საქართველოში ნელ-ნელა ჩაცხრა ის ვნებათაღელვა, რაც გამოიწვია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის, განცხადებამ საქართველოში ლტოლვილთა ცენტრის შესაძლო გახსნის თაობაზე. „ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან შეუძლებელია დღევანდელი ჩვენი გამოწვევების გამო ამ პროექტის განხორციელება”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ოფიციალური თბილისის პოზიციას მართებულად მიიჩნევს უსაფრთხოების ექსპერტი, პარლამენტის ყოფილი წევრი ნიკა ლალიაშვილი, რომლის აზრითაც, ასეთი ნაბიჯის გადადგმა ქვეყნისათვის ისევე არაფრის მომტანი იქნება უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორიც იყო, თავის დროზე, ავღანეთში ძლიერი ქვედანაყოფის გაგზავნა. უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრის დროს სტუმარმა „პოზიტიურ ტრენდად“ მიიჩნია „ლიბერალური ძალების დასუსტება საქართველოში“, რაც, ლალიაშვილის აზრით, გზას უხსნის საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას უფრო „აქტიური ნაბიჯები რუსეთისაკენ“, რომელიც ანგარიშგასაწევ ძალად იქცა საერთაშორისო არენაზე.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG