Accessibility links

113: სადაც ნიკო და ლევან ძნელაძე შემოდგომის პლეილისტს ადგენენ - სევდიან სიმღერებს უშვებენ და დროდადრო ღრმად ოხრავენ


ლევან ძნელაძის შერჩეული სიმღერები შეიძლება არ იცოდე, მაგრამ მოსმენისთანავე მიხვდები, რომ მოგწონს. ნიკოს პოდკასტში ლევანმა შემოდგომის სევდისთვის შესაფერისი პლეილისტი შეადგინა. ისეთი სიმღერები, რომ არც ძალიან ტრაგიკული ყოფილიყო და, ამავე დროს, ახლადაციებული საღამოების და ძირს მოფენილი ყვითელი ფოთლების ხასიათის შესაფერისი.

"ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".

ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

ნიკოს პოდკასტი 113: ლევან ძნელაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:54:59 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG