Accessibility links

122: კინოპანაშვიდები - მარგო ზუბაშვილი ქართულ კინოში ნაჩვენებ პანაშვიდებზე და გასვენებებზე


რატომ ფიქრობს მარგო ამდენს ქართულ ფილმებში ნაჩვენებ პანაშვიდებსა და გასვენებებზე ? რატომ იზეპირებს ფრაზებს პანაშვიდების სცენებიდან? ნუთუ ვინმემ დაავალა? ან, იქნებ, დისერტაციის დაწერას აპირებს?

ამას ჩვენ ალბათ ვერასოდეს გავიგებთ. მხოლოდ ის ვიცით, რომ ამ თემაზე წლების განმავლობაში ზღვა ინფორმაცია დაუგროვებია და ამ ზღვამ ახლა ნიკოს პოდკასტის ჯებირი გამოანგრია.

ასევე, ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ, ჯებირი არსებობს ორგვარი - სადაწნეო და უდაწნეო. დაწნევა, თავის მხრივ, წრფივი სიდიდეა, რომელიც გამოსახავს სითხის ნაკადის კუთრ ენერგიას მოცემულ წერტილში. ეს კი, კიდევ უფრო თავის მხრივ, ის ინფორმაციაა, რომელიც არასოდეს არაფერში გამოგადგებათ.

* * *

ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".

ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

122: მარგო ზუბაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:54:59 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG