Accessibility links

130: ეკა ონიანი და ნიკო კამათობენ, ხინკალი ჯობია თუ სუში. მართალია, არც სუში უხსენებიათ და არც უკამათიათ, მაგრამ მაინც, დაახლოებით ეგ იყო.


ქართულენოვან ინტერნეტში ბევრ კულინარიულ საიტს წააწყდებით. უმეტესობა არ ვარგა, ბევრს არა უშავს, რამდენიმე კი - ძალიან კარგია. ამ რამდენიმეში გადის "რატატუი" - რეცეპტკეთილი და ფოტოუხვი ბლოგი, რომლის მონახულებასაც მშიერ კუჭზე არ გირჩევ, თორემ ნერწყვი დაგახრჩობს.

ნიკოს პოდკასტში "რატატუის" შეფი, ეკა ონიანი მოვიდა. რაც მერე მოხდა, ალბათ არ გაგაოცებთ - კულინარიაზე ილაპარაკეს, ინტერნეტის ვიდეოებზე იჭორავეს და სიმღერებს მოუსმინეს. მეგობრებმა გვითხრეს, კარგი მოსასმენი იყოო.

(ხომ გაგაფრთხილე, "რატატუის" ლინკი არ გახსნა მეთქი! იყავი ეხლა ეგრე და ყლაპე ნერწყვი!)

* * *

ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".

ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

130: ეკა ონიანი
please wait

No media source currently available

0:00 0:54:59 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG