ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში
ნიქოზში წელს მეექვსედ ტარდება ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცნობილი ანიმატორები და ანიმაციის სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან. 6 წლის წინ ცხინვალის და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ანიმაციური ფილმების ფესტივალის ჩატარების იდეა გაუჩნდა. საერო ცხოვრებაში თვითონაც ანიმატორი იყო. მესამე წელია, ეს ფესტივალი ისაიას გარეშე ტარდება, რადგან მიტროპოლიტი გადასაადგილებელი საშვის არქონის გამო ახალგორიდან არ გამოდის, თუმცა მისმა მეგობრებმა შეძლეს ფესტივალის ორგანიზება. ფესტივალი გაიხსნა ნიქოზის სახელოვნებო სკოლაში შექმნილი ანიმაციური ფილმით "ხორბალი და ღვარძლი". ფესტივალი 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში