Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინი ფალავანდიშვილი ჭადრაკის სასახლესთან დაკავშირებული სახელოვნებო პროექტების შესახებ


23 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სახელოვნებო ორგანიზაცია "გეოეარის" წარმომადგენელი, ნინი ფალავანდიშვილი.

ორგანიზაციამ დაიწყო 6-თვიანი პროექტი 1973 წელს კიროვის ბაღში
(ამჟამინდელ ვერის ბაღში) გახსნილი ჭადრაკის სასახლის თემაზე, რომელიც საბჭოთა პერიოდში აშენებული ერთ-ერთი საინტერესო არქიტექტურული ნაგებობაა როგორც არქიტექტურის, ასევე ფუნქციური თვალსაზრისით.

რა მნიშვნელობის მატარებელია საბჭოთა პერიოდის არქიტექტურული ძეგლები, რამდენად მნიშვნელოვანია შენობის ისე აგება, რომ ის ჰარმონიულად შეერწყას გარემოს და თავის ფუნქციასაც სათანადოდ ასრულებდეს, რა როლი ჰქონდა ჭადრაკს საბჭოთა კავშირის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში და რამდენად შეიძლება ხელოვნების დახმარებით წარსული პროცესების გააზრება -
სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG