Accessibility links

ნოდარ დუმბაძის დარბაზი - ახალი სივრცე ლიტერატურისთვის


27 აპრილს ნოდარ დუმბაძის ფონდი და ეროვნული ბიბლიოთეკა მწერლის სახელობის დარბაზს ხსნის. ეს იქნება კიდევ ერთი თავისუფალი სივრცე, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება მივიდეს და ლიტერატურულ ცხოვრებაში ჩაებას.

Direct link

როგორც ნოდარ დუმბაძის ფონდის ხელმძღვანელმა და კულტურის მინისტრის მრჩეველმა ქეთევან დუმბაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, იქვე დაიდებს ბინას ნოდარ დუმბაძის ფონდი, რომელსაც დიდი გეგმები აქვს: ლიტერატურული საღამოების მოწყობა, წიგნების პრეზენტაციები, ლიტერატურული პერიოდიკის განხილვა, საბავშვო მწერლებისა და ბავშვების შეხვედრები, მასტერკლასების ჩატარება, ქართველი მწერლების თარგმნა და კიდევ ბევრი სხვა რამ...

ქეთევან დუმბაძე
ქეთევან დუმბაძე

როგორც ქეთევან დუმბაძემ გვითხრა, მისი მიზანია, ამ გეგმების ნაწილი მაინც 2018 წლისთვის, ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილესთვის, შესრულდეს, ეს ადგილი კი იქცეს თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის ადგილად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG