3 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ მანანა თევზაძე, "ლურჯი ფარის" საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი, და მარიამ კალხიდაშვილი, თსუ-ს ბიბლიოთეკის წიგნის რესტავრაციის განყოფილების თანამშრომელი. ორგანიზაცია "ლურჯი ფარი" პრინც კლაუსის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც გულისხმობს თსუ-ს ბიბლიოთეკის საცავებში უნიკალური წიგნების კოლექციის ობისგან დაცვას და დაზიანებული წიგნების გადარჩენასა და გაწმენდას.
ბიბლიოთეკის ნულ სართულზე განთავსებულ საცავებში ობის პრობლემა 2000-იანი წლებიდან დგას და წიგნების ზოგიერთ ტომეულზე მისი სისქე 3 სანტიმეტრს აღწევს. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საცავი N12, რომელშიც ბიბლიოთეკის უნიკალური კოლექციის 100 000-მდე წიგნი ინახება. აქ გვხვდება ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ებრაული და სპარსული წიგნები, რომელთა იდენტიფიცირება უფრო და უფრო რთულდება. წიგნების დაახლოებით 30 % მე-20 საუკუნისაა, დანარჩენი კი მე-16 და მე-19 საუკუნის ბეჭდური წიგნებია, რომელთა უმეტესობა პირველ გამოცემებს წარმოადგენს.
"ლურჯი ფარის" პროექტის ფარგლებში მოწვეული აშშ-ის მერიოტის ბიბლიოთეკის სპეციალისტის ვიზიტის შედეგად მომზადდა მოკლე და გრძელვადიანი რეკომენდაციები.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.