Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური ცეცხლი თამაშების დედაქალაქშია


რიოელი მეეზოვე რენატუ სორისუ ოლიმპიურ ჩირაღდანს უკიდებს ერთ-ერთს იმ ხუთი სვეტიდან, რომლებიც ოლიმპიადის მიმდინარეობის მანძილზე ანთებული იქნება რიო-დე-ჟანეიროს რამდენიმე უბანში.
რიოელი მეეზოვე რენატუ სორისუ ოლიმპიურ ჩირაღდანს უკიდებს ერთ-ერთს იმ ხუთი სვეტიდან, რომლებიც ოლიმპიადის მიმდინარეობის მანძილზე ანთებული იქნება რიო-დე-ჟანეიროს რამდენიმე უბანში.

რიო-დე-ჟანეიროში, სადაც 5 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები, ოთხშაბათს ოლიმპიური ცეცხლი ჩაიტანეს. ოლიმპიადის დედაქალაქში ჩირაღდანი იალქნიანი გემით ჩაიტანა ბრაზილიის ნაკრების შვიდმა წევრმა, რომლებსაც ნაპირზე დახვდა რიო-დე-ჟანეიროს მერი ედუარდო პაესი. საბერძნეთიდან ბრაზილიაში მაისის დასაწყისში ჩატანილი ოლიმპიური ცეცხლი 12 ათასმა მეჩირაღდნემ მოატარა ქვეყნის 300-ზე მეტ ქალაქში.

ოლიმპიური ცეცხლის დახვედრის ცერემონიის პარალელურად რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომლის ასობით მონაწილე აღშფოთებას გამოთქვამდა ოლიმპიადისთვის გაწეული დიდძალი ფინანსური ხარჯის გამო. დემონსტრანტთა დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, რადგან აქციის მონაწილეები ოლიმპიური ჩირაღდნისთვის გზის გადაკეტვას აპირებდნენ. რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის გამო, ქალაქის მერიამ 4 აგვისტო უქმე დღედ გამოაცხადა.

რიო-დე-ჟანეიროში ჩავიდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, რომლებიც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა შეხვდებიან საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს და დაესწრებიან მათს ასპარეზობებს. ბრაზილიაში ვიზიტის მსვლელობაში საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსაც შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG