Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიღარიბე და ფულზე მაღალი მოთხოვნა - „ონლაინსესხების“ პოპულარობის მიზეზი


მერაბ ჯანიაშვილი, ბესიკ ნამჩავაძე
მერაბ ჯანიაშვილი, ბესიკ ნამჩავაძე

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, აიკრძალოს „ონლაინსესხების“ გაცემის პრაქტიკა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

29 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე გაკეთებული ეს განცხადება ბიზნესზე ზეწოლად და კომპანიების საქმიანობაში უხეშ ჩარევადაც შეფასდა, თუმცა სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ სფეროს, რომელიც ამჟამად არავითარ რეგულაციებს არ ექვემდებარება, მართლაც სჭირდება გარკვეული ჩარჩო, რათა დაცული იყოს, ერთი მხრივ, მომხმარებლის, მეორე მხრივ კი, თავად კომპანიების ინტერესები.

რა მოტივაციით გადაწყვიტა ხელისუფლებამ ამ ნაბიჯის გადადგმა და რა სოციალური ფაქტორები განაპირობებს ე. წ. „ონლაინსესხებზე“ მაღალ მოთხოვნას - ამ თემაზე რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი და „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელი ბესიკ ნამჩავაძე. დისკუსიას ნინო ხარაძე უძღვება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG