რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა


ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა

No media source currently available

30 ოქტომბერს ბაქოში ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლის გახსნის საზეიმო ცერემონიაში ხუთი ქვეყნის ლიდერებმა მიიღეს მონაწილეობა. რკინიგზა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს, განიხილება, როგორც „რკინის აბრეშუმის გზა“. მას ეკონომიკურ წინსვლასა და რეგიონის სტაბილურობის ხელშეწყობაზე მიმართულ პროექტად მიიჩნევენ, თუმცა როდიდან დაიტვირთება რკინიგზა სრულად, ჯერ-ჯერობით უცნობია.

​
XS
SM
MD
LG