Accessibility links

გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Odi et amo („მძულს და მიყვარს“) ჩვეულებრივ გთავაზობთ საუბარს ორ მწერალს შორის დამოკიდებულებაზე. დღეს კი გადავწყვიტეთ, ამ რუბრიკით ერთი მოღვაწის ორ ჰიპოსტასზე ვილაპარაკოთ. ეს იქნება საუბარი ფრიდრიხ ნიცშეს ორ პოზიციაზე ერთი და იმავე საგნის — ბერძნული ტრაგედიის მიმართ. ფრიდრიხ ნიცშეს პირველ წიგნს — „ტრაგედიის წარმოშობა მუსიკის სულიდან“, რომელიც 1872 წელს გამოქვეყნდა, მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში მოჰყვა მეორე, შევსებული და შეცვლილი გამოცემა ახალი სათაურით — „ტრაგედიის წარმოშობა. ელინობა და პესიმიზმი“, რომელსაც ავტორმა დაურთო თვითკრიტიკის მცდელობა. ნიცშე ნიცშეს წინააღმდეგ, უჩვეულო დაპირისპირება ამ ისედაც უჩვეულო გენიოსის შემთხვევაში. აპოლონი და დიონისე, ახალგაზრდა და ჭარმაგი ნიცშე, ორი წყვილი დაპირისპირება და ბერძნული ტრაგედიის ჯადოსნური მთა — ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

XS
SM
MD
LG