27თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მაშო სამადაშვილი, რომელიც უკვე წლებია ყურადღებით ადევნებს თვალს "ოსკარების" დაჯილოების ცერემონიას და ჩვენს ეთერშიც 2017 წელს ამერიკის კინოაკადემიის მიერ გაცემული ჯილდოების შესახებ ისაუბრა.
შეერთებულ შტატებში კინოინდუსტრიის მნიშვნელოვანი მოვლენების შემაჯამებელი დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად იმართება და მას მსოფლიოში უამრავი ადამიანი ელოდება.
89-ე დაჯილოების ცერემონიაზე 14 ნომინაციაზე წარდგენილმა ფილმმა "ლა ლა ლენდმა" 6 ოსკარი მიიღო, მათ შორის ქალის მთავარი როლის შესრულებისთვისაც, წლის ფილმის სტატუსი კი კინოაკადემიამ ფილმ Moonlight-ს მიანიჭა.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.