2 თებერვალს ქართველ კინორეჟისორს, ოთარ იოსელიანს, 80 წელი შეუსრულდება. იოსელიანის იუბილესთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გავა “წითელი ზონის” მორიგი გადაცემა, რომლის რადიოვერსიას ერთი კვირის შემდეგ შემოგთავაზებთ. გადაცემაში სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ისაუბრებს ქართულ საზოგადოებაზე ოთარ იოსელიანის ფილმებში. დღეს კი საფრანგეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის შემოქმედებას გავიხსენებთ.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.