ოცდაათი ტუალეტით მეტი
ივლისის ბოლოს თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოცდაათი ახალი ტუალეტი უნდა აშენდეს. საზოგადოებრივი "რეტერატების", ანუ საპირფარეშოების, მოწყობის ვალდებულება მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულ კომპანია „სითი ბოქსს“ აქვს. “სითი ბოქსი”, რომელიც ერთადერთი კომპანია იყო, ვინც ამ აუქციონში მონაწილეობა მიიღო, ტუალეტებისთვის გამოყოფილ ტერიტორიას ოცწლიანი იჯარით აიღებს. უკვე მზადაა საპირფარეშოების სავარაუდო მაკეტიც, რომელიც, შესაძლოა, მცირედ შეიცვალოს მას შემდეგ, რაც მას მერიის შესაბამისი სამსახური შეაფასებს. კომპანია ჯერჯერობით ტუალეტით სარგებლობის დაზუსტებულ ფასს არ ასახელებს, თუმცა მერიაში გვითხრეს, რომ, სავარაუდოდ, გადასახადი 50 თეთრი იქნება - ფასი, შესაძლოა, მცირედ განსხვავდებოდეს ადგილების მიხედვით. 31 ივლისი არის ბოლო ვადა, როცა საზოგადოებრივი საპირფარეშოებისთვის გამოყოფილ ადგილას საზოგადოებრივი ტუალეტების მონტაჟი უნდა დასრულდეს. ადგილები უკვე შერჩეულია.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან