Accessibility links

პერევისას ღია საჯარო სივრცე


პერევისას ღია საჯარო სივრცე
please wait

No media source currently available

0:00 0:14:38 0:00

18 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, რომელიც ჭიათურის რაიონის სოფელ პერევისაში ღია საჯარო სივრცის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია. პერევისას ღია საჯარო სივრცე მეორე წელია ფუნქციონირებს როგორც თვითორგანიზებადი ღია საგანმანათლებლო პლატფორმა. პლატფორმის მიზანია, ერთი მხრივ, ადგილობრივ მცხოვრებთა ჩართვა არაფორმალურ საგანმანათლობლო პროგრამებში და მათი გააქტიურება, მეორე მხრივ, ხელოვნებით, ფილოსოფიითა და სხვა დისციპლინებით დაინტერესებული და მოტივირებული ადამიანებისთვის ღია სადისკუსიო და სამუშაო სივრცის შექმნა.

პერევისას ღია საჯარო სივრცე უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს და ორგანიზებას უწევს ამ დრომდე მხოლოდ საზაფხულო ბანაკებს. სამომავლოდ ამ პრაქტიკის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გადატანაც იგეგმება.

რა სიძნელეები ახლავს და რა ხიბლი აქვს არაფორმალურ, თვითორგანიზებად საგანმანათლებლო საჯარო სივრცეებს, რამდენად შესაძლებელია ადგილობრივების ჩართვა ამ ტიპის ინსტიტუციების მუშაობაში და რამდენად განსაზღვრავს ადგილობრივი რეალობა საჯარო სივრცეების ხასიათსა და სპეციფიკას - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

პერევისას ღია საჯარო სივრცე
please wait

No media source currently available

0:00 0:24:37 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG